StudioMobile – Accent on Action /“სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე“ ორგანიზაციად 1999 წელს გაფორმდა, როცა მის დამფუძნებლებს უკვე ჰქონდათ ქალთა უფლებებზე მუშაობის გამოცდილება. დამფუძნებელთა უმეტესობა სახელოვნებო სფეროებში საქმიანობდა და მიიჩნევდნენ, რომ შემოქმედებითი მიდგომები უფრო ეფექტურს გახდიდა ადამიანის უფლებების მხარდაჭერას.
მათ კარგად ესმოდათ მედიის მნიშვნელობაც, რომელიც სტერეოტიპებს კიდევ უფრო აძლიერებდა. ამიტომ დაიწყეს ალტერნატიული მედიაპროდუქციის შექმნა.
თავდაპირველად ორგანიზაციის წარმომადგენლები ადამიანის უფლებებზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს საქართველოს რეგიონებში და სოფლებში აჩვენებდნენ, ხოლო კინოჩვენების შემდეგ აწყობდნენ დისკუსიებს. ამ დოკუმნტურ ფილმებზე თანდათან გაჩნდა მოთხოვნა სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ტელეპროგრამების მხრიდანაც.
სტუდიომობილი ღიაა სათანამშრომლოდ ყველასთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება და თანასწორობა.