ხათუნა კავშირის „სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრია. მან 1996 წელს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი ავტომატიკა ტელემექანიკის სპეციალობით. 1998 წელს მიიღო სამაგისტრო ხარისხი ვიდეო-კომპიუტერულ სისტემებში. 2020 წელს გაიარა დ. უზნაძის გამოყენებითი ფსიქოლოგიის კურსი.
2000 წლიდან მუშაობდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და თიბისი ბანკში, როგორც დაკრედიტების ექსპერტი და ტრენერი საკრედიტო საკითხებში. სხვადასხვა ორგანიზაციებს უტარებს ტრენინგებს გაყიდვების, სერვისისა და პიროვნული ზრდის საკითხებზე. 2017 წლიდან მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსურ კოორდინატორად.
2018 წლიდან არის ონკოპაციენტი და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა ჯორჯიას“ წევრი. ეს ორგანიზაცია და ხათუნა ემსახურებიან საზოგადოებაში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას.