SMAA-Logo-SMSMAA-Logo-SMSMAA-Logo-SMSMAA-Logo-SM
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • ფილმები
  • პროექტები
  • პარტნიორები
  • კონტაქტი
  • ka_GE
  • en_GB

ლიანა ჯაყელი

ლია ჯაყელი ქალთა და მარგინალიზებული ჯგუფების უფლებებზე მომუშავე კინოდოკუმენტალისტი და აქტივისტია. ლია, თანამოაზრეებთან ერთად,  სისტემურად ქმნის დოკუმენტურ ფილმებს ადამიანის უფლებებზე. ეს ფილმები 2000 წლიდან დღემდე გამოიყენება ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროგრამებში და წარმოდგენილი იყო მრავალ კინოფესტივალზე. ფილმების უმრავლესობა ნაჩვენებია ნაციონალური ტელეარხებითაც. სხვადასხვა ჯილდოებთან ერთად, 2007 წ. მოპოვებული აქვს საერთაშორისო ფონდ „მამა ქეშის“ ჯილდო „ის ცვლის სამყაროს“/She Changes the World. ავტორი და რეჟისორია ადამიანის უფლებებსა და სოციალურ საკითხებზე შექმნილი 20-ზე მეტი ფილმისა. მათ შორისაა ფილმები ოჯახში ძალადობაზე, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებსა და გოგონებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე, ადრეულ ქორწინებასა და სექსუალურ ძალადობაზე, ლგბტ უფლებებსა და ფემიციდზე. 2008-2013 წწ. მრავალეთნიკურ ქვემო ქართლში უძღვებოდა საავტორო ტელეპროექტს „ყველაფერი ჩვენ შესახებ“.

აქვს ლექტორისა და ტრენერის ოცწლიანი გამოცდილება და ხშირად მონაწილეობს ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში მიწვეული ექსპერტის სტატუსით.

უკან დაბრუნება
უკან დაბრუნება

ჩვენი გუნდი

თამარ ლეჟავა
მეტის წაკითხვა
სოფო ჩხეიძე
მეტის წაკითხვა
ხათუნა ჭინჭარაშვილი
მეტის წაკითხვა

ნავიგაცია

მთავარი გვერდი
ჩვენ შესახებ
ფილმები
პროექტები
პარტნიორები
კონფიდენციალურობა

კონტაქტი

(995) 557 33 74 99
info@smaa.ge

ბოლო ნამუშევარი

https://www.youtube.com/watch?v=bEdNCNMwuy8&fbclid=IwAR2uFmhxGISGN9K-PvhiUVJpuiUvsdHYXpxS-Z6kPEOkg8ZZ_ZNnnhVBS9k
© 2020 SMAA. ყველა უფლება დაცულია.