კონფიდენციალურობის პოლიტიკა

თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც SMAA.GE-ზე სტუმრობისას გროვდება და მუშავდება. აღნიშნულ ვებგვერდს “ააიპ სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე” მართავს.

SMAA.GE-ზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით, არ განაგრძოთ სხვა გვერდებით სარგებლობა.

 

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

ვებგვერდით სრულყოფილად სარგებლობისთვის, შესაძლოა, მოვითხოვოთ ისეთი ინფორმაციის მოწოდება, როგორიცაა თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და მისამართი. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, ვიყენებთ იდენტიფიკაციისა და კონტაქტისთვის.

გვსურს გაცნობოთ, რომ როდესაც SMAA.GE-ს სტუმრობთ, ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენი ბრაუზერი გზავნის. ის, შესაძლოა, შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი; ბრაუზერის ტიპი; გვერდების მისამართები, საიდანაც გვესტუმრეთ; თქვენი ვიზიტის დრო და თარიღი; პერიოდი, რომელიც გაატარეთ ჩვენს ვებგვერდზე თუ სხვა სტატისტიკა.

 

Cookies

ვებგვერდის სრულყოფის მიზნით SMAA.GE იყენებს „Cookie“ ფაილებს, რათა შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული კონტენტი თუ შესაბამისი სარეკლამო მასალები.

ვიზიტორებმა, რომელთაც არ სურთ იქონიონ „Cookie“ ფაილები, ისე უნდა მომართონ თავიანთი ინტერნეტბრაუზერები, რომ მათ უარყონ Cookie ფაილები. გაცნობებთ, რომ Cookie ფაილების დახმარების გარეშე, შესაძლოა, ვებგვერდის ფუნქციები გამართულად და სრულყოფილად არ მუშაობდეს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ Cookie პარამეტრების შეცვლის გარეშე განაგრძეთ SMAA.GE-ზე ნავიგაცია, თქვენ ავტომატურად თანახმა ხართ, გამოვიყენოთ Cookie ფაილები.

 

დაცულობა

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცულობა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინტერნეტის საშუალებით გადაცემისა და ელექტრონულად შენახვის არც ერთი მეთოდი გახლავთ 100%-ით საიმედო. მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთ მისი სრული დაცულობის გარანტია.

 

სხვა ვებსაიტების ბმულები

SMAA.GE, შესაძლოა, შეიცავდეს ბმულებს, რომელთაც სხვა ვებსაიტებზე გადაყავხართ. იმის გამო, რომ ამ გვერდებს ჩვენ არ ვაკონტროლებთ, გირჩევთ, გადახედოთ მათ “კონფიდენციალურობის პოლიტიკას” და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძოთ მისი გამოყენება.

 

ცვლილებები “კონფიდენციალურობის პოლიტიკაში”

SMAA.GE-ს აქვს უფლება, დროდადრო შეცვალოს თავისი კონფიდენციალური პოლიტიკა. გირჩევთ, ხშირად შეამოწმოთ ვებსაიტი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებებზე. თუ შეუმოწმებლად განაგრძობთ ვებსაიტით სარგებლობას, ეს ნიშნავს, რომ ეთანხმებით ამგვარ ცვლილებებს.

 

კონტაქტი

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.