2014 – 2018 სწავლობდა აუდიო ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე (ჯიპა). 2019 წლის იანვარიდან – 2021 წლამდე ოპერატორი და მემონტაჟე გამომცემლობა “ინდიგოში”. 2016 – 2019 იყო ვებ რედაქტორი გამომცემლობა “ინდიგოში”. 2016 წლიდან – დღემდე კომპანია “ნეოსტუდიაში” კრეატიული ჯგუფის წევრი/ სცენარისტი. 2014 წლიდან იყო მოხალისე ოპერატორის ასისტენტი, მოგვიანებით გახდა ორგანიზაციის „სტუდიომობილი -აქცენტი მოძრაობაზე“ წევრი. ავტორი და რეჟისორია მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა: “სად ვიპოვოთ სიყვარული” (WTF love) 2018, “ატელიე” 2017, “ის, რისი გადაყლაპვაც გვიწევს” 2020 – 3 წუთიანი დოკუმენტური ფილმი ქალების სექსუალურ შევიწროებაზე. აუდიოისტორიების ავტორი და ხმის დიზაინერი მულტიმედია პროექტში “ჩემი პირველი სექსი” 2020. ვიდეო ოპერატორი „ინდიგოს“ მულტიმედია პროექტისთვის „როგორ იქცა თბილისი მანქანების ქალაქად?“ 2018. მისი ბოლო ნამუშევრებია მოკლემენტრაჟიანი ფილმები “კოცნა” (ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი #COVIDEO) და “Circle of life (Mobile Film Festival – Women’s Empowerment official selection).